აჭარაში 155 ადამიანი გამოიკვლიეს - ყველა ტესტის პასუხი უარყოფითია

17 ივნისი 2020, 12:33 1530 ნახვა

აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ბოლო 24 საათში რეგიონში კორონავირუსზე 155 ადამიანი გამოიკვლიეს და ყველა ტესტის პასუხი უარყოფითია. ცხელების კლინიკებში მოთავსებულია 24 პირი, მათი კვლევის პასუხები დღის ბოლოს გახდება ცნობილი.

30 აპრილის შემდეგ აჭარაში კოვიდინფიცირების ახალი შემთხვევა არ გამოვლენილა.

დღეს არსებული მონაცემებით კარანტინში იმყოფება 911 პირი. კარანტინი დატოვა 8115-მა მოქალაქემ. 

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში