17 წლით პატიმრობა მიუსაჯეს მამაკაცს, რომელმაც 4 წლის გოგონას მიმართ გარყვნილი ქმედება განახორციელა - პროკურატურა

17 ივნისი 2020, 15:01 2591 ნახვა

პროკურატურის ინფორმაციით, მცირეწლოვნის მიმართ გარყვნილი ქმედებისა და ცივი იარაღის ტარებისთვის ბრალდებულს 17 წლით პატიმრობა მიუსაჯეს.

გამოძიებით დადგინდა, რომ ქურდობისთვის რამდენჯერმე ნასამართლევმა და პირობითი მსჯავრის ქვეშ მყოფმა ა.ლ-მ მეზობლის 4 წლის გოგონას მიმართ ორჯერ განახორციელა გარყვნილი ქმედება. ასევე ის ატარებდა ხელჯოხ-დაშნას, რაც ცივ იარაღთა კატეგორიას მიეკუთვნება. 

სამართალდამცველებმა მამაკაცი 2019 წლის 24 სექტემბერში დააკავეს.

''არასრულწლოვანი დაზარალებულის მართლმსაჯულების პროცესში მონაწილეობის შედეგად შესაძლო ზიანის მიყენების თავიდან აცილების მიზნით, საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებები, არასრულწლოვნის საუკეთესო ინტერესების გათვალისწინებით დაიგეგმა. საქმის არსებითი განხილვის ეტაპზე, დაზარალებულის ადვოკატის ინტერესების გათვალისწინებით, პროკურორის შუამდგომლობის საფუძველზე, არასრულწლოვანი დაზარალებულის დაკითხვა დისტანციურად, ფსიქოლოგის მონაწილეობით განხორციელდა. აღნიშნულმა კი უზრუნველყო არასრულწლოვანთა მეორეული ვიქტიმიზაციის თავიდან აცილება და საქმისთვის მნიშვნელოვანი ინფორმაციის მიღება'' - წერია პროკურატურის მიერ გავრცელებულ განცხადებაში. 

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში