გიორგი გაბუნია გამოკითხვას მაგისტრი მოსამართლის თანდასწრებით ითხოვს 

18 ივნისი 2020, 10:27 1321 ნახვა

ჟურნალისტ და ტელეწამყვან გიორგი გაბუნიას სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში ელოდებოდნენ, თუმცა ცოტა ხნის წინ გახდა ცნობილი, რომ იგი უწყებაში არ მივა. ნიკა გვარამიას მსგავსად ისიც მაგისტრი მოსამართლის თანდასწრებით ითხოვს გამოკითხვას.

ტელეკომპანია "მთავარის" გენერალური დირექტორის, ნიკა გვარამიას განცხადებით, კონტრტერორისტული სამსახურის მიერ ქავთარაძის ქუჩაზე, რამდენიმე დღის წინ დაკავებული რუსეთის მოქალაქე,  ვასამბეგ ბადრის ძე ბოკოვი ჟურნალისტ გიორგი გაბუნიას ლიკვიდაციას გეგმავდა.

გვარამიას ინფორმაციით, გიორგი გაბუნიას ლიკვიდაცია ჩეჩნეთის ლიდერის, რამზან კადიროვის დაკვეთით იგეგმებოდა.

 

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში