ტურისტებს, რომლებსაც PCR ტესტის დოკუმენტი არ ექნებათ, კორონავირუსზე კვლევას აეროპორტში ჩაუტარებენ

19 ივნისი 2020, 10:44 4677 ნახვა

საქართველოში შემოსულ იმ ტურისტებს, რომლებსაც PCR ტესტის ვალიდური დოკუმენტი არ ექნებათ, კორონავირუსზე ტესტი აეროპორტში ჩაუტარდებათ. ჯანდაცვის მინისტრის თქმით, გარკვეულ სასტუმროებს ეძლევათ ტურისტების მიღების საშუალება, თუმცა ყველა ვალდებულია გაითვალისწინოს უსაფრთხოების ნორმები.

როგორც ცნობილია 15 ივნისიდან საქართველოში შიდა ტურიზმი გაიხსნა, 1 ივლისიდან კი ქვეყანა საერთაშორისო ვიზიტორების მიღებას გეგმავს.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში