აჭარის მაუწყებელში თანამშრომელთა გათავისუფლებაზე მორატორიუმი არ გამოცხადდება

19 ივნისი 2020, 18:14 1268 ნახვა

საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიისა და რადიოს თანამშრომელთა გათავისუფლებაზე მორატორიუმი არ გამოცხადდება - მრჩეველთა საბჭომ თამარ წილოსანის განცხადება განიხილა და მის მიერ წაყენებულ მოთხოვნებზე  -   2020 წლის ბოლომდე  მორატორიუმი  გამოცხადებულიყო არხიდან თანამშრომლების გათავისუფლებასა და დისციპლინური სანქციების დაწესებაზე კოლეგებმა მხარი არ დაუჭირეს.  ინიციატივის მოწინააღმდეგე მრჩევლები ირწმუნებიან, რომ ამის აუცილებლობა დღის წესრიგში არ დგას .  საკითხის ინიციატორმა  თამარ წილოსანმა, რომელიც  აჭარის ტელევიზიის მრჩევლებისთვის მიმართვას  დირექტორისთვის უნდობლობის გამოცხადების საკითხით გეგმავდა, გადაწყვეტილება შეცვალა და სანაცვლოდ, ბორდს  ერთი და იმავე შინაარსის წერილით ორჯერ მიმართა. კიდევ ერთი საკითხი რომელზეც დღევანდელ სხდომაზე იმსჯელეს და მოიწონეს, საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიაში  სარედაქციო საბჭოს აღდგენას გულისხმობს. მრჩევლებმა დღესვე პროგრამულ პრიორიტეტებზე უნდა იმსჯელონ.

ჯენი კვანტალიანი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში