რუსთაველის გამზირზე დღეს, 14:00 საათიდან სატრანსპორტო მოძრაობა დროებით შეიზღუდება

20 ივნისი 2020, 11:03 1089 ნახვა

რუსთაველის გამზირზე დაგეგმილი შეკრება - მანიფესტაციის გამო, დღეს, 14:00 საათიდან სატრანსპორტო მოძრაობა დროებით შეიზღუდება. ავტომანქანების მძღოლები პარლამენტის შენობის მიმდებარე ტერიტორიაზე გადაადგილებას ალტერნატიული ქუჩების გამოყენებით შეძლებენ.

უფრო კონკრეტულად, თბილისის მერიის ინფორმაციით, მელიქიშვილის ქუჩიდან თავისუფლების მოედნისკენ მოძრავ ავტომობილებს შეეძლებათ, ლესია უკრაინკას, ჟვანიასა და ჩიტაძის ქუჩებზე გადაინაცვლონ, ხოლო უკუმიმართულებისას, ფურცელაძის, თაბუკაშვილისა და ჯორჯაძის ქუჩების გამოყენებით იმოძრაონ.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში