ნინო ჯავახაძემ საქართველოს შს მინისტრის მოადგილის თანამდებობა დატოვა

20 ივნისი 2020, 10:35 2097 ნახვა

ნინო ჯავახაძემ საქართველოს შს მინისტრის მოადგილის თანამდებობა დატოვა. ამის შესახებ ჯავახაძე სოციალურ ქსელში წერს.

"მოკლედ 15 წლიანი მუშაობის შემდეგ დავტოვე საჯარო სამსახური, ასე და ამგვარად",- წერს სოციალურ ქსელში ჯავახაძე.

ამასთან, შინაგან საქმეთა სამინისტროს ვებგვერდზე, Police.ge-ზე ნინო ჯავახაძის შესახებ ინფორმაცია აღარ იძებნება.

ცნობისთვის, შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილის თანამდებობაზე ნინო ჯავახაძე 2017 წელს დაინიშნა. ნინო ჯავახაძე შინაგან საქმეთა სამინისტროში საერთაშორისო ურთიერთობების, რეფორმებისა და განვითარების, სტრატეგიული კომუნიკაციების, საზოგადოებასთან ურთიერთობის მიმართულებებს და შსს-ს აკადემიას ხელმძღვანელობდა.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში