კორონავირუსით ინფიცირების 3 ახალი შემთხვევა 24 საათში

20 ივნისი 2020, 12:14 1892 ნახვა

24 საათში კორონავირუსით ინფიცირების 3 ახალი შემთხვევიდან ერთი პირი სატვირთოს მძღოლია და ეს შემთხვევა სხვა ქვეყნიდან შემოტანილად ითვლება, ხოლო ორი - ინფიცირებულთან კონტაქტს უკავშირდება, -ამის შესახებ თბილისის ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორმა განაცხადა.

მარინა ეზუგბაიას ინფორმაციით, დღეს “კოვიდ19”-სგან 11 ადამიანი გამოჯანმრთელდა.მისი თქმით, ინფექციურ საავადმყოფოში ამჟამად 21 კოვიდინფიცირებული პაციენტი მკურნალობს, მათ შორის, რამდენიმეს მდგომარეობა საშუალოზე მძიმეა.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში