აჭარაში ახალი, სათავგადასავლო - ტურისტული მარშრუტის მარკირება იგეგმება

20 ივნისი 2020, 12:52 1743 ნახვა

მთიან აჭარაში ახალი, სათავგადასავლო-სალაშქრო ტურისტული მარშრუტის მარკირება იგეგმება,- ამის შესახებ აჭარის ტურიზმის დეპარტამენტიდან გვაცნობეს.მათი ინფორმაციით, გარდამავალი მარშრუტი კინტრიშის ეროვნულ პარკს ჯვარიმინდორთან, ჭვანის ხეობასთან და გომის მთასთან დააკავშირებს.

მარშრუტი შუახევის და ქობულეთის მუნიციპალიტეტებში, ალპური ზონის ტურისტული ბილიკის გავლით 3-4 დღიან სალაშქრო, მრავალფეროვან ტურისტულ მარშრუტს შექმნის. ამ ეტაპზე, ტურისტული პროდუქტების განვითარების სააგენტოს მიერ მთიან აჭარაში 15-მდე ტურისტული მარშრუტია მარკირებული, რომელიც ყველა კატეგორიისა და გემოვნების ტურისტზეა მორგებული.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში