20 -21 ივნისის მოვლენები - შეფასებები

20 ივნისი 2020, 18:27 1446 ნახვა

20-21 ივნისის მოვლენებთან დაკავშირებით ბოლო დღეების განმავლობაში არაერთი განცხადება გაკეთდა. აშშ-ს საელჩოს მიერ გავრცელებული განცხადებით  ისინი ქართველი ხალხს გვერდით არიან  და მხარს უჭერენ ქართველების მოწოდებას რუსეთის აგრესიის შეწყვეტისა და საქართველოს დემოკრატიის განმტკიცებისკენ. ქართული ოცნების მიერ გავრცელებული განცხადების მიხედვით კი გასულ წელს ამ დროს დესტრუქციული ოპოზიცია შეეცადა, პროტესტი საკუთარი პოლიტიკური მიზნებისთვის გამოეყენებინა და საპროტესტო ტალღა ძალადობრივ აქციაში გადაზარდა.

„დემოკრატიის ინდექსი საქართველო“  საქართველოს პარლამენტს მოუწოდებს გამოიყენოს მის ხელთ არსებული  ყველა ფუნქცია და ინსტრუმენტი და რეაგირება მოახდინოს პრობლემებზე, რომლებიც 20-21 ივნისის საპროტესტო აქციის ძალადობრივი დაშლიდან ერთი წლის შემდეგაც პასუხგაუცემელი რჩება.საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტია კი  პროკურატურას მოუწოდებს, დროულად გამოიძიოს მედიის წარმომადგენლების მიმართ განხორციელებული ფაქტი.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში