ქარტია- ჟურნალისტების უფლებები უნდა დავიცვათ 

20 ივნისი 2020, 20:46 1526 ნახვა

20 ივნისს დაზარალებული ჟურნალისტების საქმე კვლავ გამოუძიებელია - განცხადებას საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტია ავრცელებს. რუსთაველის გამზირზე, საპროტესტო აქციის დარბევის დროს მედიის 40-მდე წარმომადგენელი დაშავდა - ჟურნალისტები, ოპერატორები და ფოტოჟურნალისტები.

მათ დაზარალებულის სტატუსი დღემდე არ აქვთ. 2019 წლის 22 ივნისს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიამ მოამზადა სპეციალური მიმართვა საქართველოს მთავრობის, შინაგან საქმეთა სამინისტროსა და დიპლომატიური კორპუსების სახელზე, სადაც მოითხოვდა ყველა იმ სამართალდამცავის გამოვლენასა და პასუხისგებაში მიცემას, ვინც საპროტესტო აქციის დაშლის დროს მედიის წარმომადგენლებს მიზანმიმართულად დევნიდა, ჯანმრთელობას უზიანებდა და უკანონოდ ხელს უშლიდა პროფესიული საქმიანობის შესრულებაში. 

სამმა ჟურნალისტმა სტრასბურგის ადამიანის უფლებათა სასამართლოს მიმართა, რომელთა საქმეები უკვე წარმოებაშია მიღებული. მომხდარზე ქარტია დროულ გამოძიებას ითხოვს, ჟურნალისტების უსაფრთხოების დასაცავად კი შესაბამის უწყებებს დროული პრევენციული ღონისძიებების გატარებისკენ მოუწოდებს.​

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში