ანტისაოკუპაციო აქცია ბათუმში 

20 ივნისი 2020, 20:49 1718 ნახვა

ანტისაოკუპაციო აქცია გაიმართა დღეს ბათუმშიც. სამოქალაქო საზოგადოებისა და პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლებმა კიდევ ერთხელ დაგმეს და გააპროტესტეს ოკუპაცია. განაცხადეს, რომ 20 ივნისი ახალი სამოქალაქო და პოლიტიკური პროცესების დაწყების თარიღია.

აქციის მონაწილეებმა მადლობა გადაუხადეს მათ, ვინც ერთი წლის წინ, რუსთაველის გამზირზე, ძალოვანების რეზინის ტყვიების პირისპირ აღმოჩნდნენ. აქციის მონაწილეები ამბობენ, რომ სისხლიანი აქციისთვის პასუხისმგებელი პირები ამ დრომდე არ დასჯილან.

სოფიკო მაკარაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში