ე.წ კანონიერი ქურდი მინდია გორაძე თურქეთში აღარ იმყოფება, ის მესამე ქვეყანას გადასცეს - თამაზ ბაკურიძე

21 ივნისი 2020, 12:25 6043 ნახვა

ე.წ კანონიერი ქურდი მინდია გორაძე იგივე „ლავასოღლი" თურქეთში აღარ იმყოფება, ის მესამე ქვეყანას გადასცეს - აცხადებს უფლებადამცველის თამაზ ბაკურიძე. მისივე ინფორმაციით, მსჯავრდებულის ექსტრადირებაზე საქართველომ უარი თქვა, ფრენები კი, მხოლოდ ბელარუსის მიმართულებით იყო და შესაბამისად, ბელარუსის საექსტრადიციო სამსახურში არის ამჟამად გადაყვანილი.

მინდია ლავასოღლი ქართულმა სასამართლომ რამდენიმე მუხლით გაასამართლა, მათ შორის ბრალი დაუმტკიცდა ქურდული სამყაროს წევრობისთვისთვისაც. ის თურქეთში ინტერპოლმა 2018 წელს დააკავა და ბოლო 2 წელია მეზობელ ქვეყანაში საექსტრადაციო პატიმრობაში იმყოფება. სწორედ მინდია ლავასოღლის საქართველოში ექსტრადირების მოთხოვნით 20 დღეზე მეტია ბათუმში საპროტესტო აქციები იმართება და ამ დრომდე 15 ადამიანი თურქეთის საკონსულოსთან შიმშილობს.

მსჯავრდებულის ოჯახის წევრები შეხვდნენ როგორც თურქეთის კონსულს, ასევე შეხვედრა გაიმართა პროკურატურაში, თუმცა საქართველოში მისი ექსტრადაციის თარიღის შესახებ კონკრეტული ინფორმაცია ოჯახმა ვერ მიიღო.უცნობია გაგრძელდება თუ არა საპროტესტო აქციები. სამომავლო გეგმებთან დაკავშირებით ლავასოღლის ოჯახი ხვალ გააკეთებს განცხადებას.

სოფიკო მაკარაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში