არდაგანის ტბასთან სანიაღვრე წყლის სატუმბი სადგურის მშენებლობა წელს დასრულდება

22 ივნისი 2020, 10:24 1711 ნახვა

არდაგანის ტბის მიმდებარედ სანიაღვრე სატუმბი სადგურის მშენებლობისა და ზღვაში ჩამშვები მილის მონტაჟის სამუშაოები მიმდინარეობს.

სატუმბი სადგურის მშენებლობა მიმდინარე წელს დასრულდება, რის შედეგადაც უხვი ნალექის დროს ქალაქის დატბორვის საფრთხე მნიშვნელოვნად შემცირდება.

ქალაქის სანიაღვრე წყლები, კოლექტორების გავლით, სატუმბ სადგურში მოგროვდება, რომელიც უხვი ნალექის დროს კოლექტორებიდან სანიაღვრე წყლების გადატუმბვას უზრუნველყოფს.

სანიაღვრე არხების, სატუმბი სადგურისა და ზღვაში ჩამშვები მილის სამშენებლო სამუშაოების ღირებულება 13 მილიონამდე ევროს შეადგენს.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში