უნდა ჩავატაროთ არჩევნები, რომელიც შემდგომი დემოკრატიზაციის მიმართულებით ხარისხის ნიშანი იქნება - პრემიერი

22 ივნისი 2020, 10:30 1164 ნახვა

საქართველოს პრემიერ მინისტრის განცხადებით, საკანონმდებლო ცვლილებების შემდგომ, ფაქტორბრივად საარჩევნო პოლიტიკური პროცესი იწყება - ამის შესახებ გიორგი გახარიამ კორონავირუსთან დაკავშირებით მოქმედი უწყებათაშორისი საბჭოს მორიგ სხდომაზე განაცხადა.

მისი თქმით, მთავრობის ვალდებულება და პასუხისმგებლობა დიდი, იმისთვის, რომ გამჭვირვალე, სამართლიანი და მაქსიმალურად დემოკრატიული არჩევნები ჩატარდეს. ინფორმაციას მთავრობის ადმინისტრაცია ავრცელებს. 

მთავრობის განცხადებით, არჩევნები პანდემიის პირობებში არის გლობალური გამოწვევა, რომელიც ქვეყანას მისცემს წარმატებული გამოცდილების დაგროვების შესაძლებლობას. 

''უნდა ჩავატაროთ ისეთი არჩევნები, რომელიც კიდევ ერთი ხარისხის ნიშანი იქნება საქართველოს შემდგომი დემოკრატიზაციის მიმართულებით. არჩევნები და პანდემია კიდევ ცალკე თემაა, რომელიც ჩვენ ასევე მოგვცემს წარმატებული გამოცდილების დაგროვების შესაძლებლობას, არჩევნები პანდემიის პირობებში არის ასევე გლობალური გამოწვევა, ესეც რაღაც ახალი მოვლენაა ჩვენს ცხოვრებაში და ბევრი რამ უნდა ვისწავლოთ აქაც ისეთი, რასაც დავაგროვებთ, ცოდნის სისტემატიზაციასაც მოვახდენთ და შემდეგ უკვე დავტოვებთ იმისთვის, რომ ინსტიტუტები სულ უფრო და უფრო გაძლიერდნენ ჩვენს ქვეყანაში. ბატონო ამირან, ჩათვალეთ, რომ ყოველდღიურად ჩვენ ჯანმრთელობასთან, ეკონომიკასთან ერთად გვემატება ჩვენი აქტიური სოციალური და პოლიტიკური ცხოვრებაც და ესეც გასათვალისწინებელი იქნება ეპიდემიოლოგიური თვალსაზრისით,“ - მიმართა პრემიერ-მინისტრმა დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორს, ამირან გამყრელიძეს.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში