ხვალ თამარის დასახლების სარკინიგზო გადასასვლელი ყველა სახის ტრანსპორტისთვის ჩაიკეტება

23 ივნისი 2020, 11:03 4033 ნახვა

24 ივნისს, დილის 06:00 სთ-დან 22:00 სთ-მდე თამარის დასახლების სარკინიგზო გადასასვლელი ყველა სახის ტრანსპორტისთვის ჩაიკეტება. ბათუმის მერიის ინფორმაციით, შეზღუდვა ახალი გადასასვლელის მოწყობის სამუშაოებს უკავშირდება. უწყებაში ამბობენ, რომ განხორციელდება არსებული ლიანდაგის რეაბილიტაცია, რომლის ფარგლებშიც, ლიანდაგის ფენილი თანამედროვე სტანდარტის ახალი რეზინოკორდული ფენილით შეიცვლება. შეზღუდვის პერიოდში ტრანსპორტის გადაადგილება შესაძლებელია ბარცხანის დასახლების გავლით.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში