რა დარღვევები დაფიქსირდა ბათუმის სილამაზის სალონებში?

23 ივნისი 2020, 11:26 1858 ნახვა

ბათუმის მერიის "მუნიციპალურმა ინსპექციამ" სილამაზის სალონებისა და ესთეტიკური ცენტრების შემოწმება 18 მაისიდან განაახლა. ამ დროისთვის უკვე შემოწმებულია 260 ობიექტი. სანიტარიული ზედამხედველობის მონიტორინგის განყოფილება პარალელურად ჯანმოს მიერ მოწოდებული COVID-19-ის რეკომენდაციების შესაბამისობასაც აკონტროლებს.

მონიტორინგის შედეგად დაფიქსირდა სხვადასხვა სახის დარღვევები, რისთვისაც სილამაზის სალონებს მიეცათ გაფრთხილება.

"მონიტორინგის შედეგად სალონების ნაწილში დაფიქსირდა 2 მეტრიანი დისტანციის დარღვევის ფაქტები, რისთვისაც მიეცათ მკაცრი გაფრთხილება, რომ გამოიყენონ დროებითი ბარიერი.  ნაწილს არ ჰქონდა დეზობარიერი, არ იყო თვალსაჩინო ადგილზე განთავსებული COVID-19 დროს გასათვალისწინებელი რეკომენადაციები, მათ მიეცათ გაფრთხილება და მოხდება ხელმეორედ გადამოწმება"-აცხადებს ბათუმის მერიის ზედამხედველობის ინსპექციის წარმომადგენელი ნუგზარ ცეცხლაძე.

სილამაზის სალონებისა და ესთეთიკური ცენტრების შესასვლელებში, ახალი კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით, დეზობარიერი და ანტისეპტიკური საშუალებები უნდა განთავსდეს. სავალდებულოა ერთჯერადი ხელსახოცების, ნიღბებისა და დამცავი ტანსაცმელის გამოყენება, შემდგომ კი, აღნიშნული ნივთების დეზინფექცია-სტერილიზაცია. იქ, სადაც დისტანციის დაცვა შეუძლებელია, საჭიროა აღიმართოს დროებითი ბარიერები, ხოლო სადაც 20-ზე მეტი დასაქმებულია, უნდა განხორციელდეს ვიზიტორების თერმოსკრინინგი, მოცდისათვის კი განისაზღვროს სპეციალური ადგილები. დღის ბოლოს უნდა განხორციელდეს სივრცის სადენზიფექციო საშუალებებით დამუშავება.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში