დიდინეძეს ინციდენტის შეფასება

03 ოქტომბერი 2016, 00:00 3996 ნახვა

დიდინეძში მომხდარ ინციდენტში მონაწილეები წუხელ გვიან ღამით ზუგდიდის პოლიციაში დაიბარეს. "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის”  დიდინეძის შტაბის უფროსი და მისი მეგობარი სამმართველოში ამოცნობის პროცედურისთვის იყვნენ დაბარებული, თუმცა პროცედურა გადაიდო. პარალელურად, მესამე სექტორი გამოძიების აუცილებლობაზე საუბრობს, საკითხზე უწყებათაშორისი კომისიაც იმსჯელებს. შეგახსენებთ, 1 ოქტომბერს, „ქართული ოცნების“ ახალგაზრდული ფრთის სამი წევრი ზუგდიდის რაიონის სოფელ დიდინეძში სცემეს.  

ამავე კატეგორიაში