გამწესრიგებელი სხდომა საკონსტიტუციო სასამართლოში

23 ივნისი 2020, 14:32 2338 ნახვა

საკონსტიტუციო სასამართლოში განმწესრიგებელი სხდომა მიმდინარეობს. სხდომის ფარგლებში, დავის საგანს  სამოქალაქო საპროცესო კოდექსის ის ნორმები წარმოადგენს, რომლებიც  შესაძლებლობას იძლევა დასრულებული სამოქალქო კატეგორიის საქმე თავიდან განიხილონ. ეს იმ   შემთხვევაში, თუკი  მიღებული გადაწყვეტილება, პირთა კანონიერ ინტერესებს ეხება . ამის მიხედვით,  კანონიერ ძალაში  შესული გადაწყვეტილების გაუქმებაზე განცხადების შეტანის ხანდაზმულობის 5 წლიანი ვადა არ ვრცელდება.

თუკი საქმის წარმოების განახლების მოთხოვნა საფუძვლიანი იქნება, გასაჩივრებულ გადაწვეტილებას სასამართლო განჩინებით გააუქმებს და  საქმე , რომელზეც დავა მიმდინარეობს , თავიდან იქნება განხილული.

თუმცა , მანამდე საკონსტიტუციო სასამართლომ  საკითხი საქმის წარმოებაში უნდა მიიღოს, რომლის შემდეგაც უკვე  საქმის არსებითი განხილვა ჩაინიშნება. მოსარჩელე მხარე მიიჩნევს, რომ სადავო ნორმები საქართველოს კონსტიტუციით დაცული პიროვნების თავისუფალი განვითარების, საკუთრებისა და სამართლიანი სასამართლოს უფლებებს ეწინააღმდეგება.

ქეთევან კაცაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში