მშენებარე კორპუსში ბინის მფლობელები მშენებლობის დასრულებას ითხოვენ

23 ივნისი 2020, 18:31 2326 ნახვა

ტბელ აბუსერიძის #57-ში  მშენებარე კორპუსის ბინების მეპატრონეები  მშენებლობის  დროულად დასრულებას მოითხოვენ.მათი თქმით, კომპანია „მიზანი 2009“- სთან გაფორმებულ ხელშეკრულებაში მითითებული ვადები დარღვეულია და წლებია გაურკვეველ მდგომარეობაში არიან. სამშენებლო კომპანიის ხელმძღვანელს ვერ უკავშირდებიან. დაზარალებულები დახმარებისთვის ხელისუფლებას  მიმართავენ.

დღეს ისინი ბათუმის მერიასთან შეიკრიბნენ.  მერიაში სატელევიზიო კომენტარისგან თავს იკავებენ,თუმცა ამბობენ,რომ მსგავსი პრობლემით მოქალაქეები   ხშირად მიმართავენ.  მიიჩნევენ, რომ პრობლემა   სამშენებლო კომპანიის და მოქალაქეების შორის დადებული ხელშეკრულების საფუძველზე უნდა მოგვარდეს. აცხადებენ, რომ  მერიას იმ შემთხვევაში შეუძლია სამშენებლო კომპანიის დაჯარიმება თუ ის არღვევს ხელშეკრულებაში მითითებულ სამშენებლო ვადებს.  სამშენებლო კომპანიას კი ოფიციალური დოკუმენტებით მშენებლობის ნებართვა 2021 წლამდე აქვს. ჩვენ დაუკავშირდით კომპანიის ერთ -ერთ წარმომადგენელს, რომელმაც  გვითხრა, რომ კომპანია სამშენებლო სამუშაოებს ერთი თვის განმავლობაში განაახლებს და ნაკისრ  ვალდებულებას შეასრულებს.

ლოლა ტუმასიანი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში