სოციალური აგენტების მოთხოვნა

24 ივნისი 2020, 20:07 1174 ნახვა

სოციალური სააგენტოს ხელმძღვანელი თანამშრომლებთან შეხვედრას და მოლაპარაკებას აპირებს. მისი თქმით, უწყებას ექნება გარკვეული შეთავაზებები. გიორგი წოწკოლაური ამბობს, რომ აქამდე შეხვედრის სურვილით აგენტებს მისთვის არ მიუმართავთ. სააგენტო ხელმღვანელი რეორგანიზაციის დასრულების შემდეგ, ჯერ 6 თვიან შემდეგ კი 1 წლიან ხელშეკრულებებს აანონსებს.

სოციალურმა აგენტებმა შრომითი უფლებებისა და ხელფასის გაუმჯობესების მიზნით დავა დაიწყეს, თუმცა როგორც აცხადებენ, 21 დღიან ვადაში შეხვედრები ვერ მოხერხდა და ამჯერად ორშაბათამდე აძლევენ ვადას ჯანდაცვის სამინისტროს, რომ მათ შეთავაზება - მოლაპარაკებების დაწყებასთან დაკავშირებით მიიღონ. ის, რომ სოციალურ აგენტებს დაბალი ანაზღაურება აქვთ, მმართველ გუნდშიც ადასტურებენ.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში