პანდემია და უცხოელი ტურისტების გარეშე დარჩენილი სოფლები

24 ივნისი 2020, 20:25 2467 ნახვა

ტურისტებისთვის აჭარა, ერთი-ერთი ყველაზე მიმზიდველი რეგიონია. წლებია იგი მხოლოდ ზღვაზე დასვენებასთან არ ასოცირდება. წლების განმავლობაში ვიზიტორების განსაკუთრებული სიმრავლით მაჭახელას, ქედისა და ხულოს მარშრუტები გამოირჩეოდა. თუმცა საინტერესოა რა იქნება წელს, საოჯახო სასტუმროების მეპატრონეები, დამსვენებლების მოლოდინშია არიან. ეკო ტურიზმით ძირითადად უცხოელი ვიზიტორები ინტერესდებიან, თუმცა დარგის სრული დატვირთვით ამუშავების მოლოდინი არც დარგის სპეციალისტებს და არც თავად, სოფლებში მდებარე ობიექტების ხელმძღვანელებს აქვთ. ყველაფრის მიზეზი კორონავირუსის პანდემიაა, რადგან ამ დრომდე არ არსებობს ზუსტი ჩამონათვალი, რომელი ქვეყნებისთვის გაიხსნება საზღვარი.

მზია მართალიშვილი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში