უხვ ნალექს ბათუმელებისათვის პრობლემა არ შეუქმნია

25 ივნისი 2020, 13:43 1750 ნახვა

ბათუმის მერიის ინფორმაციით, ზღვაში გამსვლელი სანიაღვრე არხების გაწმენდითი სამუშაოები მიმდინარეობს.

გახსნილია ზღვაში გამსვლელი ყველა არხი. ნალექის გამტარიანობის უზრუნველსაყოფად წინსწრებით გაიწმინდა სანიაღვრე არხები და ჭები.

უწყებაში ამბობენ, რომ აღნიშნული სამუშაოები უხვი ნალექის სწრაფი გადინებისა და ქალაქის დატბორვის პრევენციის მიზნით განხორციელდა.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში