''კუპატა'' კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსის მქონე შენობის კედელზე

25 ივნისი 2020, 14:56 2849 ნახვა

ბათუმში, მემედ აბაშიძის 58  ნომერში მდებარე  შენობის კედელზე, სადაც   ცნობილი ძაღლი - ''კუპატა'' დახატეს, კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსის მატარებელია. სტენსილის დახატვის ნებართვა კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტომ გასცა.

უწყებაში ამბობენ, რომ  ამ გადაწყვეტილებით, კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის იერსახე არ იცვლება. ქუჩის მხატვრობა ქუჩის ფესტივალების ფარგლებში განხორციელდა. 

შეგახსენებთ, ბათუმელმა ''კუპატამ'' მსოფლიო მედიის ყურადღება მას შემდეგ მიიპყრო, რაც ინტერნეტში გავრცელდა ვიდეო, თუ როგორ ეხმარება ის ბავშვებს ქუჩის გადაკვეთაში.

ლოლა ტუმასიანი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში