აჭარაში ახალი ტურისტული მარშუტების მარკირება მოხდება

26 ივნისი 2020, 11:47 2193 ნახვა

აჭარის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტის ტურისტული პროდუქტების განვითარების სააგენტომ კვლევის პროცესში 30-ზე მეტი სოფლის ტურისტული შესაძლებლობა შეისწავლა, რომლის დროსაც ტურისტებისა და ადგილობრივებისთვის ნაკლებად ცნობილი სალაშქრო ბილიკები, ჩანჩქერები თუ ტურისტული ღირსშესანიშნაობები გამოიკვლიეს.

მახუნცეთის, მეძიბნას, წონიარისისა და მერისის ჩანჩქერები იმ 15-მდე ჩანჩქერს შორისაა, რომელთა შესწავლა-გაზომვაც ქედისა და ხელვაჩაურის ტურისტული პოტენციალის კვლევისას განხორციელდა.

ორთვიანი კვლევისას მუნიციპალიტეტებში აგროტურიზმის, კულტურული ტურიზმის, სათავგადასავლო ტურიზმის, კანიონგის განვითარებისთვის საჭირო ტურისტული შესაძლებლობები გამოიკვეთა, რომლის საფუძველზეც სააგენტო ახალი ტურისტული მარშრუტების მარკირებასა და მარშრუტის რუკების მომზადებას გეგმავს.

"გამოვლინდა ტურისტულად მნიშვნელოვანი მეძიბნას, წონიარისისა და მერისის ჩანჩქერები. სამომავლოდ დაიგეგმება არსებულ ჩანცერებსა და მიმართულებებზე ბილიკის გაჭრა და მარკირება"-აცხადებენ აჭარის ტურიზმის დეპარტამენტში.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში