საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიისა და რადიოს დირექტორის განცხადება

26 ივნისი 2020, 15:50 2041 ნახვა

"ალექსანდრე მილორავა, რომელიც ტელევიზიის შენობის წინ შიმშილობის აქციას მართავდა, მომმართავს წერილით, ვუზრუნველყო მისი, მრჩეველთა საბჭოს წევრებისა და უმაღლესი საბჭოს დეპუტატების დებატები პირდაპირ ეთერში. მილორავა და მისი თანამოაზრეები, რომლებიც მართავენ აქციებს სარედაქციო დამოუკიდებლობის დასაცავად, ამავდროულად პირდაპირ მთხოვენ დავარღვიო სწორედ ეს სარედაქციო დამოუკიდებლობა და ჩავერიო სტუდიის სტუმრებისა და გადაცემის თემატიკის განსაზღვრაში. ვერ წარმოუდგენიათ, რომ აჭარის მაუწყებელში უკვე დასრულდა ის დრო, როცა დირექტორი წყვეტდა ვინ მოეწვიათ სტუდიაში და ვინ დაებლოკათ. ახლა ნათელია, თუ რატომ არ წუხდნენ ეს ადამიანები, როცა კანონის დარღვევით დირექტორის მოადგილეს ჰქონდა სარედაქციო პოლიტიკის მართვის უფლება. მათთვის მისაღები ყოფილა, როცა დირექტორი, ან მოადგილე აძლევს მითითებას პროგრამებს. სწორედ ასეთი შეხედულების ადამიანები გვიპირისპირდებიან მაუწყებელს სხვადასხვა ტიპის აქციების სახით. არ ვიცი ჩემამდე როგორ იყო და რას მისტირიან, მაგრამ ჩემი დირექტორად დანიშვნის შემდეგ სტუდიის სტუმრების ვინაობას და გადაცემის თემატიკას პროგრამები განსაზღვრავენ დამოუკიდებლად, როგორც ეს კანონითაა მოთხოვნილი. სწორედ ასეთმა მიდგომამ გამოიწვია ის, რომ აჭარის მაუწყებელი დღეს სრულად გახსნილია საზოგადოების ყველა აზრისთვის, რასაც წინა წლებთან შედარებით სტუდიის სტუმართა თვალშისაცემი ზრდა ადასტურებს"-წერია საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიისა და რადიოს დირექტორის განცხადებაში.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში