EMC-ის შეხვედრები უმაღლესი საბჭოს დეპუტატებთან

26 ივნისი 2020, 18:05 1547 ნახვა

ორგანიზაცია  „იემსის “ წარმომადგენლები და  მაუწყებლის ალტერნატიული პროფკავშირის თავმჯდომარემ აჭარის უმაღლეს საბჭოში  შეხვედრები  დაასრულეს. ბოლო შეხვედრა მათ   მმართველ გუნდთან ჰქონდათ დაგეგმილი, თუმცა მათ მხოლოდ ცოტნე ანანიძე შეხვდა, განხილვის თემა საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის  ტელევიზია და რადიოში ბოლო პერიოდში განვითარებული პროცესები იყო. ქართულ ოცნებაში მიიჩნევენ, რომ ეს მაუწყებლის შიდა პროცესებია და ხელისუფლება მასში არ ერევა, რაც შეეხება ოპოზიციას რომელთანაც შეხვედრები მანამდე გაიმართა, მიიჩნევენ, რომ ხელისუფლება აჭარის  ტელვიზიას და რადიოზე გავლენის მოპოვება სურს რაც მათი თქმით  მაუწყებლის სარედაქციო პოლიტიკის შეცვლისა და თანამსრომელბის გათავისუფლებაში გამოიხატება. უმაღლეს საბჭოში დღეს საკანონმდებლო ცვლილებების აუცილებლობაზეც ისაუბრეს, რომლითაც მრჩეველთა საბჭოს დაკომპლექტების  ფორმა უნდა შეიცვალოს, ასევე იემსის წევრებმა, დეპუტატებს, მაუწყებელთან დაკავშირებით რეგიონის საკანონმდებლო ორგანოში საჯარო დისკუსიის მოწყობის წინადადებით მიმართეს.   

ირინე წუწუნავა
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში