მსოფლიოში კორონავირუსით გარდაცვლილთა რიცხვმა ნახევარ მილიონს გადააჭარბა

29 ივნისი 2020, 10:06 1276 ნახვა

აშშ-ში, გასული დღის განმავლობაში, კორონავირუსის 38 ათას 845 ახალი შემთხვევა დადასტურდა და 264 ადამიანი გარდაიცვალა. ქვეყანაში კოვიდინფიცირებულთა საერთო რაოდენობამ 2 მილიონ  548 ათას 996-ს მიაღწია, ფატალური შემთხვევების რიცხვი კი - 125 ათას  804-მდე გაიზარდა.

როგორც „კოვიდ 19“-ით ინფიცირებულების, ასევე დაღუპულთა რაოდენობით აშშ მსოფლიოში პირველ ადგილზეა. იაპონიაში კორონავირუსის 112 ახალი შემთხვევა დადასტურდა, რაც 25 მაისის შემდეგ ყველაზე მაღალი დღიური მაჩვენებელია. გასული დღე-ღამის განმავლობაში ვირუსს ქვეყანაში კიდევ ერთი ადამიანის სიცოცხლე შეეწირა.

ხელისუფლების წარმომადგენლების განმარტებით, იმის მიუხედავად, რომ ბოლო დღეების განმავლობაში კორონავირუსის შემთხვევების მატება ფიქსირდება, ამ ეტაპისთვის ქვეყანაში საგანგებო მდგომარეობის ხელახლად დაწესების საკითხი არ განიხილება.

იაპონიაში, საერთო ჯამში, კორონავირუსის 18 ათას 390 შემთხვევაა დადასტურებული, საიდანაც გამოჯანმრთელებულია 16 ათას 505 და დაღუპულია 971 ადამიანი.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში