პარლამენტმა საკონსტიტუციო ცვლილებები მესამე მოსმენით დაამტკიცა

29 ივნისი 2020, 13:08 1400 ნახვა

117 ხმით, 3 ის წინააღმდეგ-პარლამენტში საკონსტიტუციო ცვლილებები მესამე მოსმენით მიიღეს. სხდომაზე რეგისტრაცია 120 დეპუტატმა გაიარა.

სხდომას არ ესწრებოდნენ "ნაციონალური მოძრაობის" და "ევროპული საქართველოს" წევრები. 

პროექტის თანახმად, 2020 წლის საპარლამენტო არჩევნები შერეული საარჩევნო სისტემითა (120 პროპორციული, 30 მაჟორიტარული) და 1%-იანი ბარიერით ჩატარდება. კანონპროექტი გულისხმობს ე.წ. 40%-იან ჩამკეტ მექანიზმსაც. კერძოდ, პარტია, რომელიც 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებზე პროპორციული სისტემით 40.54%-ზე ნაკლებ მხარდაჭერას მიიღებს, მთავრობის დამოუკიდებლად ფორმირებას ვერ შეძლებს.

ნათია კოპალიანი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში