მეზღვაურები რომ არ იყოთ, მსოფლიო და ეკონომიკა ფაქტობრივად გაჩერდებოდა - პრემიერი

29 ივნისი 2020, 14:30 2758 ნახვა

საქართველოს პრემიერ მინისტრი ამ წუთებში ბათუმში იმყოფება. გიორგი გახარიამ მეზღვაურებს პროფესიული დღე მიულოცა. პრემიერმა თქვა, რომ შავი ზღვა არის ქვეყნის მომავალი. მეზღვაურის პროფესია კი კიდევ უფრო მეტად უნდა იყოს დაფასებული. 

გიორგი გახარიას თქმით, მეზღვაურის განათლება ხარისხობრივად უნდა გაიზარდოს. 

''გლობალური პანდემიის პერიოდში მეზღვაურის საქმიანობა,  გადაზიდვები, საერთაშორისო ვაჭრობის 90%-ზე მეტი მოდის საზღვაო გადაზიდვებზე. თქვენ რომ არ იყოთ, ეკონომიკა გაჩერდებოდა. ეს ძაან კარგად გვესმის და მინდა განსაკუთრებით ამ კრიზისში ეს დღე მოგილოცოთ. 

საქართველოს დღეს დაახლოებით, 12 000 მეტი მეზღვაური ჰყავს, რომლებიც სხვადასხვა ქვეყნების დროშის ქვეშ მცურავ გემებზე მუშაობენ, შრომობენ ჩვენი ქვეყნისთვის. თითოეულს იმ ადამინს, ვინც ზღვაშია მინდა მივულოცო ეს დღე. 

საქართველოს რაც შეეხება, ყველას კარგად უნდა გვესმოდეს, რომ შავი ზღვა არის ამ ქვეყნის მომავალი და კარიბჭე. ეკონომიკის სფეროში ვერაფერს მივაღწევთ თუ მეზღვაურის პროფესია არ გახდა დაფასებული და საჭირო. მეზღვაურის განათლება ხარისხობრივად  თუ არ განვითარდა.  

ამიტომ პროფესიაც ჩვენ სულ უფრო და უფრო ამოგვყავს პრიორიტეტებში. ამიტომ ფოთში დავიწყეთ საზღვაო აკადემიის ფილიალის მშენებლობა. იმიტომ, რომ შავი ზღვისპირეთში უნდა გავიშალოთ. საქართველოში რაც უფრო მეტ მეზღვაურს მოვამზადებთ ეს ჩვენი ეკონომიკის სიძლიერის მაჩვენებელი იქნება და საბედნიეროდ ჩვენი აკადემია ამზადებს ღირსეულ კადრებს, რომლებზეც გლობალურად მოთხოვნა მაღალია.

გილოცავთ ამ დღეს და გვახსოვდეს, რომ შავი ზღვა, მეზღვაურის პროფესია არის ამ ქვეყნის მომავალი. ვერაფერს ვერ მივაღწევთ ჩვენ ჩვენი ქვეყნის ძირითადი ფუნქციის, ლოჯისტიკური ჰაბის წარმატებით განხორციელებაში, თუ საზღვაო ინფრასტრუქტურა არ იქნა მძლავრი და არ გვეყოლა მაღალი ხარისხის, პროფესიონალი მეზღვაურები. შავი ზღვა არის ამ ქვეყნის მომავალი. მეზღვაური არის მომავლის პროფესია" - განაცხადა გიორგი გახარიამ.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში