გიორგი რურუა პატიმრობაში რჩება

29 ივნისი 2020, 15:01 1224 ნახვა

„მთავარი არხის" ერთ-ერთი მეწილე, ბრალდებული გიორგი რურუა  პატიმრობაში რჩება. გადაწყვეტილება თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე ვალერიან ბუგიანიშვილმა გამოაცხადა. გიორგი რურუასთვის აღკვეთის შეცვლის შუამდგომლობა დაცვის მხარემ დააყენა.

აღნიშნულ შუამდგომლობას ბრალდების მხარე არ დაეთანხმა და განმარტა, რომ მოწმის დღევანდელი დაკითხვით არანაირი სიახლე არ გამოკვეთილა და კვლავ არსებობს საფრთხეები. 

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში