“შეასრულე შეთანხმება” - აქცია პარლამენტთან

29 ივნისი 2020, 14:09 1326 ნახვა

პარლამენტის შენობასთან, გიორგი რურუას მხარდამჭერებმა და სამოქალაქო მოძრაობა „სირცხვილია”მ აქცია გამართეს. აქციის მონაწილეებს პლაკატები წარწერით „თავისუფლება გიორგი რურუას” და „გიორგი რურუა პოლიტპატიმარია” ეჭირათ.

მათი მთავარი მოთხოვნაა, ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის დადებული 8 მარტის შეთანხმების სრულად შესრულება. პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე მიმდინარე აქციას შეუერთდა  სამოქალაქო მოძრაობა „შეცვალე”.

ნათია კოპალიანი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში