სამუშაოები 17 ხიდსა და 4 გვირაბზე მიმდინარეობს - ბათუმის შემოვლითი გზის მშენებლობა გრძელდება

29 ივნისი 2020, 17:40 1687 ნახვა

პრემიერ-მინისტრმა ბათუმის შემოვლითი გზის 13-კილომეტრიანი მონაკვეთის მშენებლობა დაათვალიერა. ამ ეტაპზე, სამშენებლო სამუშაოები 17 ხიდზე და 4 გვირაბზე ხორციელდება. ინფორმაციას მთავრობის ადმინისტრაცია ავრცელებს.

არსებული გზა ტურისტულ და საცხოვრებელ ზონაში გადის, რაც საერთაშორისო სატრანზიტო ტრანსპორტის მიმოსვლას ართულებს.

გავრცელებულ ინფორმაციაში აღნიშნულია, რომ პროექტის განხორციელების შედეგად, ბათუმის შემოვლითი გზა, ქობულეთის შემოვლით გზასთან ერთად, სრულად განტვირთავს მოძრაობას აჭარის საკურორტო ზონაში, რაც ხელს შეუწყობს სატრანზიტო ტვირთბრუნვის გაზრდას.

პროექტის ფარგლებში აშენდება 2 ზოლიანი ასფალტ-ბეტონის გზა, 19 სახიდე გადასასვლელი, 4 სატრანსპორტო კვანძი, 5 გვირაბი და 57 წყალგამტარი მილი. ახალი შემოვლითი გზა მახინჯაურს, განთიადს, კაპრეშუმს, სალიბაურს, ფერიას, მახვილაურსა და ხელვაჩაურს გაივლის.

პროექტი აზიის განვითარების ბანკისა და აზიის ინფრასტრუქტურის საინვესტიციო ბანკის  დაფინანსებით ხორციელდება და მისი სახელშეკრულებო ღირებულება 329 630 734 ლარია.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში