გოდერძის ალპური ბოტანიკური ბაღი ვიზიტორების მისაღებად მზადაა - ტურიზმის დეპარტამენტი

29 ივნისი 2020, 17:59 2003 ნახვა

აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის ინფორმაციით, გოდერძის ალპური ბოტანიკური ბაღი ვიზიტორების მისაღებად მზადაა. სტუმრებს ქვის ბაღის ალპინარიუმის მონახულება შეეძლებათ, რომლის მოწყობაზეც ქართველ სპეციალისტებთან ერთად მიუნჰენის ბოტანიკური ბაღის მებაღეც მუშაობს.

ალპინარიუმში საპიკნიკე და საკემპინგე ზონებია მოწყობილი.

გოდერძის ალპური ბაღი სულ 15 ზონას მოიცავს, რომელთა შორის გამოირჩევა ტბისა და ჭაობის, წყაროსა და საპიკნიკე, ასევე მეფუტკრეობის სადემონსტრაციო ზონები, სადაც ვიზიტორებს საშუალება აქვთ ჯარას ველური თაფლის უნიკალურ ტრადიციას გაეცნონ.

გოდერძის ალპური ბოტანიკური ბაღი ხულოში, ზღვის დონიდან 1960 მეტრ სიმაღლეზე კურორტ გოდერძისთან ახლოს „შქერნალის“ ტერიტორიაზე მდებარეობს. ის 2016 წელს შეიქმნა,.

ტურიზმის დეპარტამენტის ინფორმაციით, ბაღში შესვლა უფასოა. ბაღის მონახულებისთვის საუკეთესო დრო მაისის შუა რიცხვებიდან ოქტომბრის შუა რიცხვებამდე პერიოდია. წლის დანარჩენ დროს კი იქაურობა თოვლითაა დაფარული.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში