თურქეთში დასაქმებულები ერთჯერად დახმარებას მიიღებენ

30 ივნისი 2020, 11:33 2483 ნახვა

აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ დღეს სხდომის დაწყებამდე განაცხადა, რომ მეზობელ ქვეყნებში სეზონურად დასაქმებულები კომპენსაციას მიიღებენ. თორნიკე რიჟვაძემ ჯანდაცვის სამინისტროსა და დასაქმების სააგენტოს წარმომადგენლებს სთხოვა, მოქალაქეებს რეგისტრაციის პროცესში დახმარება გაუწიონ. 

''ყოველდღიურად ჩვენ გვიწევს გლობალურ გამოწვევასთან, ეპიდემიასთან ბრძოლა, ეს რა თქმა უნდა გარკვეულ პრობლემებს და გამოწვევებს წარმოშობს. მოქალაქეებისთვის ყველაზე დიდი გამოწვევა იყო სეზონურად დასაქმების საკითხი. აჭარაში მცხოვრებლები ხშირად მეზობელ ქვეყანაში სეზონურ სამუშაოდ დადიოდნენ. მათ არაერთხელ მოგვმართეს, რომ მომხდარიყო მათი ფინანსური დახმარება. საქართველოს მთავრობამ ეს თხოვნა გაითვალისწინა და შესაბამისად სეზონურად მომუშავეები შეძლებენ  თვითდასაქმებულის ერთჯერადი კომპენსაცია მიიღონ. 

მინდა აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს და დასაქმების სააგენტოს ვთხოვო დაეხმარონ მოქალაქეებს რეგისტრაციის პროცესში. იმისათვის, რომ ყველამ ვისაც ეკუთვნის მიიღონ შესაბამისი კომპენსაცია'' - განაცხადა თორნიკე რიჟვაძემ. 

გუშინ საქართველოს ჯანდაცვის სამინისტრომ განცხადება გაავრცელა, სადაც წერია, რომ საზღვარგარეთ სეზონურად მომუშავეები 15 ივლისამდე ჯანდაცვის სამინისტროს სარეგისტრაციო პორტალზე ( https://compensation.moh.gov.ge/ ) უნდა დარეგისტრირდნენ. აღნიშნულ მოქალაქეებს სხვა დამადასტურებელი დოკუმენტის წარმოდგენა არ ესაჭიროებათ.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში