„გიდები ქოლგებით“ - ქუთაისში აქცია-ფლეშმობი გაიმართა

30 ივნისი 2020, 13:19 1831 ნახვა

“გიდები ქოლგებით", “ჩვენ ვარსებობთ ტურიზმით” - ამ სლოგანით ქუთაისში, ვერიკოს ბაღში, გიდების აქცია-ფლეშმობი გაიმართა.

გიდები ფერადი ქოლგებით შეიკრიბნენ და ამ ფორმით უნგრელი კოლეგების მიერ, Facebook-ით, სპონტანურად დაგეგმილ აქციას გამოეხმაურნენ, რომლებმაც გადაწყვიტეს ბუდაპეშტის ცენტრში შეიკრიბონ და ახალი კოვიდ-19-ის გამო შეჩერებული მსოფლიო ტურიზმი, აქციით სიმბოლურად გამოაცოცხლონ.

ასევე 30 ივნისს, გიდები უსასყიდლოდ ჩაატარებენ ტურებს.

აქციის მიზანია, მიიქციონ სახელმწიფოს ყურადღება, ხელი შეუწყონ შიდა ტურიზმის გააქტიურებას.

''ფლეშმობ-აქციის მიზანია გიდებმა მიიქციონ სახელმწიფოს ყურადღება, ხელი შეუწყონ შიდა ტურიზმის გააქტიურებას და გიდის როლის მნიშვნელობა აჩვენონ ხალხს და ქვეყანას, რომ ტურიზმი აბსტრაქტული სიტყვა არაა, რომ ტურიზმში ათასობით და ასიათასობით ადამიანია მხოლოდ საქართველოში დასაქმებული. ტურიზმის შეჩერებამ კი უამრავი პროფესიონალი და მათი ოჯახები დატოვა შემოსავლების გარეშე და თან სრულიად გაურკვეველი ვადით,"- ამბობენ გიდები.

აქცია სხვადასხვა ტურისტული ასოციაციების და ასევე ფრილანსერი გიდების ორგანიზებით დაიგეგმა.

თეონა ხარაბაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში