ევროკავშირი საქართველოს 1 ივლისიდან საზღვრებს გაუხსნის

30 ივნისი 2020, 19:17 2949 ნახვა

ევროკავშირის საბჭომ ოფიციალურად დაამტკიცა იმ ქვეყნების სია, რომელთა მოქალაქეებსაც ევროკავშირის ტერიტორიაზე პირველი ივლისიდან შესვლა შეეძლებათ. 14 ქვეყანას შორის ერთ-ერთი საქართველოა.

ევროკავშირის საზღვრები იხსნება შემდეგი ქვეყნებისთვის: საქართველო, მონტენეგრო, სერბეთი, კანადა, ურუგვაი, ალჟირი, ტუნისი, მაროკო, რუანდა, ავსტრალია, ახალი ზელანდია, იაპონია, სამხრეთ კორეა, ტაილანდი.

ევროკავშირის განცხადებაში წერია, რომ აღნიშნული სია ყოველ ორ კვირაში გადაიხედება და გარემოებების მიხედვით განახლდება.

სიის შედგენისას გათვალისწინებული იყო შემდეგი კრიტერიუმები: ეპიდემიოლოგიური სიტუაცია და კორონავირუსის გავრცელების შემაკავებელი ზომები, მათ შორის ფიზიკური დისტანცირება, ასევე ეკონომიკური და სოციალური მოსაზრებები.

სიაში ვერ მოხვდნენ აშშ, რუსეთი, ბრაზილია და ის ქვეყნები სადაც „კოვიდ-19“-ის პანდემია მწვავე ფაზაშია.

 

ანა ახალაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში