თორნიკე შენგელია ესპანეთის ჩემპიონია

01 ივლისი 2020, 00:25 2128 ნახვა

ლიგა ენდესას ფინალში თორნიკე შენგელიას "ბასკონიამ" - "ბარსელონა" 69:67 დაამარცხა და ოქროს მედლებს დაეუფლა.

მატჩის პირველი მეოთხედი ქულა ქულაში წარიმართა და ვიტორიელთა 1-ქულიანი გამარჯვებით, 17-16 დასრულდა. მეორე ათწუთეულში „ბარსამ“ მოუმატა და დიდ შესვენებაზე 6-ქულიანი უპირატესობით გავიდა.

შენგელიას ორი უმნიშვნელოვანესი დაფარების წყალობით, ივანოვიჩის შეგირდებმა წინ გასვლა მოახერხეს, მაგრამ „ბლაუგრანამ“ წონასწორობა აღადგინა და მეოთხე მეოთხედის წინ, ტაბლოზე  ანგარიში  51-51 დაფიქსირდა.

მატჩის დასრულებამდე რამდენიმე წუთით ადრე, შენგელიამ მიროტიჩს მეხუთე ჯარიმა მიაღებინა და „ბარსელონას“ ლიდერმა პარკეტი ნაადრევად დატოვა, რამაც „ბასკონიას“ უპირატესობის მოპოვების საშუალება მისცა.

ქართველი ლეგიონერის ანგარიშზე 14 ქულა, ოთხი მოხსნა და ორი პასია.

მატჩის ყველაზე ღირებულ მოთამაშედ კი,ბასკონიას გუნდის წევრი ლუკა ვილდოსა დასახელდა.

 

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში