ბულვარის მოიჯარეებს სამეწარმეო საქმიანობის განხორციელება პირდაპირი წესით შეეძლებათ

01 ივლისი 2020, 12:20 1834 ნახვა

ბულვარის მოიჯარეებს სამეწარმეო საქმიანობის განხორციელება პირდაპირი განკარგვის წესით შეეძლებათ.

აჭარის მთავრობამ და ბათუმის ბულვარმა 2020 წლის 18 ივნისს შუამდგომლობით მიმართა ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის ორგანოებს - საკრებულოს და მერიას, ბათუმის ბულვარის ტერიტორიაზე დასაქმებული მცირე მეწარმეებისა და თვითდასაქმებულების განცხადებების საფუძველზე, რომ გაეთვალისწინებინათ პანდემიის ფონზე საქართველოში და მათ შორის აჭარაში შექმნილი ეკონომიკური მდგომარეობა და ხელშეწყობის მიზნით მიეღოთ გადაწყვეტილება "ბათუმის ბულვარის" 2019 წელს და ამჟამად მოქმედი მოიჯარეებისათვის 2020 წლის 01 ნოემბრამდე იჯარის ხელშეკრულებების პირდაპირი განკარგვის წესით გაფორმებაზე.

ასეთი ბულვარის ტერიტორიაზე დაახლოებით 300-მდე მცირე მეწარმე და თვითდასაქმებულია.

2020 წლის 30 ივნისს ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის ორგანოებმა - საკრებულომ და მერიამ, მიიღო გადაწყვეტილება, რომლის შესაბამისად მოხდება 2019 წელს იჯარით მოსარგებლე და არსებული ხელშეკრულების მქონე პირებისათვის „ბათუმის ბულვარი“-ს მიერ პირდაპირი განკარგვის წესით სასყიდლით 2020 წლის 01 ნოემბრამდე ვადით უძრავი ქონების (მიწის ნაკვეთები) სარგებლობაში გაცემა, დამოუკიდებელი აუდიტორის მიერ დადგენილი ფასის შესაბამისად.

ზემოაღნიშნული საშეღავათო პირობები არ გავრცელდება იმ მოიჯარეებზე, რომლებსაც აქვთ დავალიანება "ბათუმის ბულვარის" წინაშე (გავრცელდება მხოლოდ დავალიანების გადახდის შემთხვევაში), მოიჯარეებზე რომლებზეც სარგებლობის წესით გაცემული იყო მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული/რეგისტრირებული შენობა-ნაგებობა ან/და მისი ნაწილი, ასევე საიჯარო ხელშეკრულებებზე, რომლებიც ითვალისწინებდა შოურუმის მოწყობას.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში