სოციალური აგენტების ფიქსირებული ანაზღაურება 150 ლარით გაიზარდა-სამინისტრო

01 ივლისი 2020, 15:23 1519 ნახვა

დღეიდან სოციალურ აგენტების ფიქსირებული ანაზღაურება 150 ლარით გაიზარდა და შესაბამისად, მათთვის სამგზავრო თანხის სახით გამოყოფილი ანაზღაურების ოდენობა 250 ლარს შეადგენს.

ინფორმაციას ჯანდაცვის სამინისტრო ავრცელებს. მათივე განმარტებით, 100 ლარით გაიზარდა უფროსი სოციალური აგენტების ფიქსირებული ანაზღაურებაც და 450 ლარის ნაცვლად ისინი 550 ლარს მიიღებენ.

6 თვემდე გაზარდა სოციალური აგენტებისთვის ხელშეკრულების ვადებიც, ხოლო წლის ბოლოდან სოციალური აგენტების ნაწილს 1 წლიანი, ნაწილს კი უვადო ხელშეკრულებები გაუფორმდებათ. აღნიშნული განპირობებულია მათი სამუშაო სტაჟიდან გამომდინარე.

ცვლილებები შეეხო და გაიზარდა სოციალური აგენტების შვებულების, იძულებითი მოცდენის და წახალისების ანაზღაურების ოდენობაც. ამ შემთხვევაში, სოციალური აგენტები ბოლო სამი თვის საშუალო ანაზღაურებას მიიღებენ.

სოციალური აგენტები ფიქსირებული თანხის გარდა დამატებით ხელფასს გამომუშავებით იღებენ, იმის მიხედვით თუ რამდენ ოჯახში ანხორციელებენ ვიზიტს.

სიახლეებთან დაკავშირებით განცხადება დღეს საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილემ გააკეთა.

როგორც გიორგი წოწკოლაურმა აღნიშნა ცვლილებები ჯანდაცვის სამინისტროს, სოციალური მომსახურების სააგენტოში მიმდინარე რეორგანიზაციის შედეგია, რაც სხვა სიახლეებთან ერთად სოციალური აგენტების სამუშაო პირობების გაუმჯობესებას ისახავდა მიზნად.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში