ახალგაზრდების მხარდაჭერის პროექტის პრეზენტაცია

01 ივლისი 2020, 14:26 1545 ნახვა

ახალგაზრდების მხარდაჭერის პროექტის პრეზენტაცია გაიმართა გონიოს ციხის ტერიტორიაზე. აჭარის მთავრობის ინფორმაციით,  შეხვედრაზე  ახალგაზრდული ეკონომიკის გაუმჯობესების მექანიზმები,  კარიერული განვითარების ხელშეწყობის და მოხალისეობრივი საქმიანობის პროგრამები განიხილეს.

ახალგაზრდობის რეგიონული ცენტრი ერთი წლის წინ დაფუძნდა. მათ პანდემიის პერიოდში აჭარაში 30 ათას ოჯახს სასურსათო კალათა, მედიკამენტები და პირველადი მოხმარების პროდუქტები გადასცეს.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში