დაკავებული სპორტსმენების საქმე

01 ივლისი 2020, 14:34 1513 ნახვა

ამ წუთებში ბათუმის საქალაქო სასამართლოში დაკავებული სპორტსმენების - ელდარ ანთაძისა და რეზო წულუკიძის საქმეზე სასამართლო პროცესი მიმდინარეობს. საქმეს არსებითად მოსამართლე დავით მამისეიშვილი განიხილავს. დაცვის მხარე მოსამართლეს დღევანდელ პროცესზე რამდენიმე შუამდგომლობით მიმართავს. ელდარ ანთაძის ადვოკატი ბრალდებულის აღკვეთი ღონისძიების შეცვლას ითხოვს.

დავით ჯაფარიძე ირწმუნება, რომ მის დაცვის ქვეშ მყოფს, რომელმაც ინციდენტის დროს დაზიანებები მიიღო არ გაეწია შესაბამისი  სამედიცინო დახმარება და მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა. მოცემულ სისხლის სამართლის საქმეში წულუკიძისა და ანთაძის გარდა კოდევ ერთი ბრალდებულია. საქმე ეხება 27 აპრილს მომხდარ ინციდენტს, 3 - ვე პირი ხულიგნობის ბრალდებით არის დაკავებული. 

თამუნა გაზდელიანი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში