პოლიციელის მკვლელობისთვის დაკავებულს ბრალს დღეს წაუყენებენ

02 ივლისი 2020, 10:25 1359 ნახვა

პოლიციელის მკვლელობისთვის დაკავებულ უცხო ქვეყნის მოქალაქეს ბრალს დღეს ოფიციალურად წაუყენებენ. თურქეთის მოქალაქე თავს უდანაშაულოდ თვლის. მკვლელობა გორში გუშინ, ღამის საათებში მოხდა.

მკვლელმა 44 წლის დავით სვიანაძეს სასიკვდილო ჭრილობა საკუთარ სახლში მიაყენა.   ბრალდებული გუშინვე დააკავეს.  გამოძიების ინფორმაციით, ბრალდებულმა, რომელიც ბინას ქირაობდა  გარდაცვლილი პოლიციელისგან, მისსავე საცხოვრებელ სახლში, ცივი იარაღის გამოყენებით სასიკვდილო ჭრილობა მიაყენა მას და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში