თუ ეროვნული გამოცდები წინ აბიტურიენტს ექნება ტემპერატურა ჩაირატოს ტესტირება - გამყრელიძე 

02 ივლისი 2020, 13:29 1777 ნახვა

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი აბიტურიენტებს მიმართავს, თუ ეროვნულ გამოცდებამდე მათ ტემპერატურა დაუფიქსირდებათ და ასევე ექნებათ კორონავირუსისათვის დამახასიათებელი სიმპტომები ექიმს მიმართონ, შემდეგ კი პისიარ ტესტი ჩაიტარონ. 

ამირან გამყრელიძემ დღეს თქვა, რომ ტესტირების პროცესში პირბადის მოხსნის უფლება ექნებათ, თუმცა სხვა ადამინებთან კონტაქტის დროს აბიტურიენტებს ნიღაბი აუცილებლად უნდა ეკეთოთ. 

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის თქმით, გამოცდების დაწყების წინ მოხდება სრულად კონდიცირება, ხოლო შემდეგ კონდიციონერები გაითიშება. თუ გამოცდების პერიოდში ოთახის ტემპერატურა 30 გრადუსს მიაღწევს, კონდიცირება გარკვეული პერიოდულობით ჩაირთვება.

''ძალიან მნიშვნელოვანი პროცესი იწყება ორშაბათს ქვეყანაში, რასაც ერთიანი ეროვნული გამოცდები ჰქვია. ეს პანდემიის პირობებში ყველაზე უფრო მასშტაბური ღონისძიებაა, რაც ქვეყანაში უნდა ჩატარდეს 20-30 დღის განმავლობაში, ამიტომ სახელმწიფომ, ჯანდაცვისა და განათლების სამინისტროებმა გააკეთეს ყველაფერი, რომ აბიტურიენტებს შეექმნათ შესაბამისი პირობები და ეს პროცესი იყოს უსაფრთხო ქვეყანაში ეპიდემიის გავრცელების თვალსაზრისით. 

ჩვენ ვართ გამორჩეული კუნძული და ოაზისი. ჩვენს მეზობელ ქვეყნებში მდგომარეობა არც თუ ისე სახარბიელოა. საქართველოში შედარებით მშვიდი მდგომარეობა გვაქვს, მაგრამ ეს დამშვიდების საფუძველი არ არის. ყველაფერს ვაკეთებთ იმისათვის, რომ ინფიცირებული აბიტურიენტი გამოცდაზე არ მოხდეს, ან არ დაფიქსირდეს ინფიცირების შესაძლო შემთხვევა და შემდეგ ადგილი ჰქონდეს მის გავრცელებას. 

ვისაც გამოცდების წინა დღეებში ექნება მომატებული ტემპერატურა და კორონავირუსისათვის დამახასიათებელი სიმპტომები, ის აუცილებლად ოჯახის ექიმის დანიშნულებით უნდა მივიდეს ცხელების ცენტრში და გაიკეთოს პისიარ ტესტი. 

დაახლოებით 40 ადგილია ქვეყანაში, სადაც შეუძლიათ ნაცხის აღებაა შესაძლებელი, 24 საათში ექნებათ პასუხი და მერე წარსდგნენ კომისიის წინაშე. 

ყველაზე დიდ მსჯელობა იყო ორ საკითხზე:  ეს არის პირბადის ტარება და კონდენცირების სისტემის ჩართვა. პრემიერმა თქვა და მე მხოლოდ გავიმეორებ, თუ ფანჯრები ღიაა და კონდენციონერი ჩართულია ვირუსის გავრცელების საფრთხე მინიმალურია. ამიტომ კონდენციონერის გამოყენება შესაძლებელია, მაგრამ ამ დროს უნდა ეკეთოს პირბადე.

აბიტურიენტებს ჰქონდათ წუხილი, რომ პირბადით მუშაობა სამი-ოთხი საათის განმავლოაბაში არის რთული და შემაწუხებელი. ამ დროს მათი აზროვნების კონცენტრაცია შეიძლება გაიფანტოს. ნუ ეს არგუმენტი ნაკლებად დამაჯერებელია. აქაც გამოინახა გამოსავალი. შენობაში აბიტურიენტი უნდა შევიდეს პირბადით, ასევე ზედამხედველებთან კონტაქტირებისას. შარშან ერთ ოთახში თუ იყო 20 მაგიდა ახლა განახევრებულია, დისტანცია არის 2 მეტრი. ამიტომ ​მაგისდასთან დაჯდომის დროს მას შეუძლია მოიხსნას, მაგრამ თუ გარკვეული საკითხის გასარკვევად დაუძახებს ზედამხედველს უნდა გაიკეთოს პირბადე, თუ გადის ოთახიდან საპირფარეშოში უნდა ეკეთოს. ასევე შენობიდან წასვლის დროსაც'' - განაცხადა ამირან გამყრელიძემ. 

საქართველოში ორშაბათს, 6 ივლისს, ერთიანი ეროვნული გამოცდები იწყება. 

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში