სურსათის სააგენტოს თანამშრომელი კაფე-ბარის მფლობელს დაჰპირდა, რომ ობიექტს არ შეამოწმებდნენ - ის დააკავეს

03 ივლისი 2020, 10:07 4063 ნახვა

ქრთამის აღების ფაქტზე  სურსათის ეროვნული სააგენტოს თბილისის საქალაქო სამსახურის უფროსი ინსპექტორი დააკავეს.  საგამოძიებო უწყების ინფორმაციით, ბრალდებული სამსახურებრივი უფლებამოსილების განხორციელებისას, უკანონო მატერიალური სარგებლის მიღების მიზნით, დაუკავშირდა ერთ-ერთი კაფე-ბარის მფლობელს და დაპირდა, რომ სააგენტო არ განახორციელებდა ობიექტის შემოწმებას. შემოწმების დაგეგმვის შემთხვევაში კი იგი წინასწარ მოახდენდა მის ინფორმირებას.

"აღნიშნული დანაშაულებრივი განზრახვით, ბრალდებულმა კაფე-ბარის მფლობელს წინასწარ მოსთხოვა და გამოართვა 10 000 ლარი, რა დროსაც მოხდა მისი დაკავება.

გამოძიება მიმდინარეობს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 338-ე მუხლის პირველი ნაწილით, რაც სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 6-დან 9 წლამდე ვადით," - ნათქვამია ინფორმაციაში.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში