ჩირუხის მთის განვითარების კონცეფცია მზად 10 დღეში იქნება - ტურიზმის დეპარტამენტი

03 ივლისი 2020, 14:46 3364 ნახვა

აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის ინფორმაციით, ჩირუხის მთის ტურისტული განვითარების კონცეფცია დამუშავების ეტაპზეა. დოკუმენტი 10 დღეში მზად იქნება.

განიხილება ჩირუხის მთის მიმდებარე ტერიტორიაზე ექსტრემალური, სათავგადასავლო და სოფლის ტურისტული პროდუქტების შექმნისთვის საჭირო ინფრასტრუქტურული პროექტები. 

ჩირუხის მთა, შუახევში ზღვის დონიდან 2050 მეტრზე მდებარეობს, საიდანაც იალაღებსა და პატარა ტბებზე ხედები იშლება.

მთას სხვადასხვა ტურისტული ბილიკი უკავშირდება, რომელიც განსხვავებული ტურისტული პროდუქტების განვითარების საშუალებას იძლევა.

ტურიზმის დეპარტამენტის ინფორმაციით, ჟინვალის ჩანჩქერი, შრატიანის ტბა, სარიჩაირის იაილები, ყარაგოლის ტბა, თეთრობის იაილები, ხიხანის ციხე, ალპური ბოტანიკური ბაღი - ის ტურისტული ადგილებია, რომელთა ნახვაც ტურისტებს ამჟამად ჩირუხი-ხიხანი-გოდერძის სათავგადასავლო ტურისტულ მარშრუტზე შეუძლიათ. 

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში