ვენაში 7 წლის წინ დაკავებული ინტერპორლმა საქართველოს დღეს გადმოსცა

03 ივლისი 2020, 20:01 1504 ნახვა

წამებისთვის ძებნილი ხელისუფლების ყოფილი მაღალჩინოსანი გერმანიიდან-საქართველოში ექსტრადირებულია. თვითმფრინავი ბათუმის აეროპორტში რამდენიმე წუთის წინ დაეშვა. არაერთი მძიმე დანაშაულისთვის დავით ჭაკუა, 2013 წლიდან იძებნებოდა. მის სახელს უკავშირდება, ციხის კადრების გადაღება და  პატიმრების მიმართ დამცირების, წამების, ცემისა და სიტყვიერი შეურაცხყოფის ორგანიზება. ფიგურირებს კიდევ ერთ, 2006 წლის 27 მარტს, თბილისში ციხის ბუნტის პროვოცირებაში, რასაც შვიდი პატიმრის სიცოცხლე შეეწირა. დავით ჭაკუას მიმართ პირველი ინსტანციის სასამართლომ გამამტყუნებელი განაჩენი გამოიტანა და 3 წლითა და 9 თვით პატიმრობა აქვს შეფარდებული.
 

ჯენი კვანტალიანი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში