რუსმა ოკუპანტებმა სოფელ რიყედან 21 წლის მამაკაცი გაიტაცეს

04 ივლისი 2020, 20:46 1551 ნახვა

გავრცელებული ინფორმაციით, 21 წლის ტატო ზარქუა დააკავეს რუსმა ოკუპანტებმა. ზარქუა ზუგდიდიში სოფელ რიყეში ნათესავებთან სტუმრად იმყოფებოდა. ახლობლების ინფორმაციით, ის გუშინ დღის მეორე ნახევრის შემდეგ გაუჩინარდა.

„გუშინ გავიდა სახლიდან და არ დაბრუნებულა, გვეგონა დაიკარგა, დღეს კი გავიგეთ, რომ გალში, იზოლატორში იმყოფება. სხვა დამატებით არაფერი ვიცით. საოკუპაციო ძალები მას სავარაუდოდ საზღვრის კვეთას ედავებიან,“ – აცხადებენ დაკავებულის ახლობლები.

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ინფორმაციით, ფაქტთან დაკავშირებით ამოქმედებულია ცხელი ხაზი, საქმის კურსშია ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია.უწყებაში ზარქუას გატაცების ფაქტს ჯერ არ ადასტურებენ.

მამია ჩხარტიშვილი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში