აჭარის კონსტიტუციის პროექტი 15 ხმით დამტკიცდა

05 ივლისი 2020, 12:05 1303 ნახვა

15-მომხრე, არცერთი წინააღმდეგი. აჭარის უმაღლესმა საბჭომ აჭარის საკონსტიტუციო ცვლილებები მესამე მოსმენით დაამტკიცა. კანონპროექტი პარლამენტს დღესვე გადაეგზავნება, საბოლოოდ კი საქართველოს რეზიდენტის ხელმოწერა იქნება საჭირო იმისთვის, რომ ახალი საარჩევნო მოდელი ძალაში შევიდეს.გასული ორი მოსმენის მსგავსად კენჭისყრას არ ესწრებოდა ოპოზიციური პარტიების წარმომადგენელბი. კენჭისყრამდე რამდენიმე წუთით ადრე მათ ბრფინგი გამართეს.

ნათია ლომაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში