პროფილაქტიკური სამუშაოების გამო ჩაქვი-მახინჯაურის გვირაბში მოძრაობა შეიზღუდება

05 ივლისი 2020, 19:15 16230 ნახვა

პროფილაქტიკური სამუშაოების გამო    ჩაქვი-მახინჯაურის გვირაბში მოძრაობა  შეიზღუდება.   საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით,  7 ივლისის  დილის 08:00  სთ-დან 9 ივლისის 20:00 სთ-მდე  ყველა სახის  ტრანსპორტის  გადაადგილება აიკრძალება ქობულეთი-ბათუმის მიმართულებაზე, ხოლო 14 ივლისის 08:00 სთ-დან 16 ივლისის 20:00 სთ-მდე   ბათუმი-ქობულეთის მიმართულებით, ქობულეთი-ბათუმის მიმართულების ჩაკეტვის პერიოდში ავტოტრანსპორტის ნაკადი გადაერთვება გვირაბის ბათუმი-ქობულეთის მიმართულებაზე. ხოლო ბათუმი-ქობულეთის მიმართულების ჩაკეტვის პერიოდში - გვირაბის ქობულეთი-ბათუმის მიმართულებაზე.  აღნიშნული რეჟიმით მოძრაობა განხორციელდება საპატრულო პოლიციის უშუალო ზედამხედველობით და კოორდინაციით-ნათქვამია უწყების მიერ გავრცელებულ  ინფორმაციაში.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში